Belive

ილია თოფურია UFC-ის რეიტინგში დაწინაურდა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 297-ის შემდეგ, ორგანიზაციამ მებრძოლთა რეიტინგები განაახლა. აღსანიშნავია, რომ ილია თოფურია საგრძნობლად დაწინაურდა. "მატადორი" ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, მე-5 პოზიციას იკავებდა. ახლა კი, ილია ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მესამე ადგილზეა. მასზე წინ მხოლოდ იაირ როდრიგესი, მაქს ჰოლოუეი და ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკია.


აქვე იმასაც გეტყვით, რომ რეიტინგში წინ წაიწია მოვსარ ევლოევლმაც. ინგუშმა მებრძოლა არნოლდ ალენის დამარცხებით, მეცხრედან მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-ავსტრალიური საჩემპიონო ბრძოლა 18 თებერვალს გაიმართება. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი UFC-ის ქამრისთვის იჩხუბებს.

სხვა სტატიები