Belive

"ილია თოფურია მაქს ჰოლოუეის ხაფანგს უგებს" - მაიკლ ბისპინგი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა და ლეგენდარულმა ბრიტანელმა მებრძოლმა მაიკლ ბისპინგმა UFC 308-ის მთავარი ჩხუბი შეაფასა.

მისი თქმით, "მატადორის" თავდაჯერებულობა გონების თამაშებია და ამით ის ჰოლოუეის ხაფანგს უგებს. ბრიტანელი თვლის, რომ თუ მაქსი ამ ხაფანგში გაებმება მისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდება.

ილია ამბობს, რომ მაქსს ყველგან დაამარცხებს. არ აქვს მნიშვნელობა ეს კრივი იქნება, კიკბოქსინგი თუ ჭადრაკი. მისი თქმით, მაქსი საკმარისად ჭკვიანი, სწრაფი და ძლიერი არ არის. BMF-ის ქამრით აქეთ-იქით დადის. ილია ყოველ ინტერვიუში საკუთარ თავდაჯერებულობას ავლენს. გეუბნებით, რომ ეს მხოლოდ გონების თამაშია. ეს ყველაფერი მაქს ჰოლოუეისთვის ხაფანგის დასაგებად არის. ილია ცდილობს მოწინააღმდეგის ეგო თავის სასიკეთოდ გამოიყენოს. ილია ცენტრში მიუთითებს და ეტყვის, რომ როგორც კაცებმა ისე იბრძოლონ. მებრძოლები ამაყი ხალხი ვართ და ასეთ სიტყვებს პირადად ვიღებთ. თუ თოფურია თითის იმ მოძრაობას გააკეთებს მაქსი აუცილებლად დათანხმდება. აქ კი ილიას საუკეთესო შესაძლებლობები გამოვლინდება, რადგან მას უკეთ გამოსდის მოწინააღმდეგის ერთი დარტყმით გათიშვა. - განაცხადა მაიკლ ბისპინგმა

შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეისა და ილია თოფურიას ბრძოლა 26 ოქტომბერს შედგება. აღნიშნულ დაპირისპირებას აბუ დაბი კერძოდ, "ეტიჰად არენა" უმასპინძლებს.

სხვა სტატიები