Belive

ილია თოფურია: "ჩემპიონმა ქამარი მოწინააღმდეგის სახლში რატომ დავიცვა?"

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ UFC 305 ავსტრალიაში, პერტში გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ საღამოს მთავარ ბრძოლაზე დანა უაითი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ერთი ვარიანტი ადესანიასა და დრიკუს დუ პლესის შეხვედრაა. მეორე კი ილია თოფურიასა და ალექს ვოლკანოვსკის რევანშია.

ილია თოფურიამ ამის შესახებ ისაუბრა და აშკარაა, რომ ავსტრალიაში ბრძოლის სურვილი არ ხიბლავს.

მე ახლა მსოფლიო ჩემპიონი ვარ და მოწინააღმდეგის სახლში რატომ უნდა ვიჩხუბო? - განაცხადა ილიამ RadiogacetaRNE Sports-თან საუბრისას

მიუხედავად ჩემპიონის სიტყვებისა, უაითმა ილიას ქამრის ესპანეთში დაცვის შანსები ფაქტობრივად გამორიცხა. მიმდინარე წლის ღონისძიებები უკვე დაგეგმილია. ერთადერთი ვაკანტური ადგილი ინგლისმა უკვე დაიკავა. სავარაუდოდ, 2025 წლამდე UFC ევროპაში აღარ დაბრუნდება.

სხვა სტატიები