Belive

ილია თოფურიასთან ბრძოლის სურვილი ტერენს მაკკინმა გამოთქვა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას მომდენო ბრძოლა 29 ოქტომბერს უნდა შემდგარიყო და “ელ მატადორის” მეტოქე სახელოვანი ბრაზილიელი ედსონ ბარბოსა იქნებოდა. თუმცა, ცნობილმა გამოცემამ MMA Fighting-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ედსონ ბარბოსა ილია თოფურიასთან ბრძოლას ჩაეხსნა. ამის მიზეზი მარცხენა მუხლზე მიღებული ტრავმა იყო, რომელიც ბრაზილიელს ზედმეტად აწუხებდა. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ბარბოსამ ტრავმის მოსაშუშებლად ოპერაცია უკვე გაიკეთა. ჯერ კიდევ გაურკვეველია დარჩება თოფურია ბრძოლის გარეშე, თუ 29 ოქტომბრის ღონისძიებაზე ახალ მეტოქესთან მოუწევს ბრძოლა.

თუმცა, დღეს ყველასგან მოულოდნელად ილიასთან ბრძოლის სურვილი მსუბუქწონოსანმა ტერენს მაკკინმა გამოთქვა.

ამერიკელს UFC-ში 4 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა მოიგო. პროფესიონალური MMA-ის კარიერის განმავლობაში ის ოქტაგინზე 17-ჯერ შევიდა და აქედან 13-ჯერ გამარჯვებული გამოვიდა.

საინტერესოა მაკკინის ისტორია, რომელიც ძალიან ახლოს იყო სიკვდილთან. ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ერთ-ერთ წვეულებაზე იპოვეს.

ამის შემდეგ ამერიკელმა მებრძოლმა ცხოვრებისგან დიდი გაკვეთილი მიიღო და ახლა ის UFC-ის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლია.

სხვა სტატიები