Belive

ილია თოფურიასა და ჯოშ ემეტის ბრძოლის თარიღი შეიცვალა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

როგორც უკვე ვიცით, ილია თოფურიას მომავალი ბრძოლა ჯოშ ემეტის წინააღმდეგ ელის. გავლენიანმა სპორტულმა საიტებმა დაპირისპირების თარიღად 18 ივნისი დაასახელეს. რამდენიმე საათის წინ ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაუმარცხებელი ქართველის ბრძოლამ თარიღი შეიცვალა. ამჯერად, ილიასა და ჯოშის დაპირისპირება 24 ივნისს შედგება.

ამით არაფერი იცვლება, "მატადორის" ბრძოლა მაინც ხუთრაუნდიანი იქნება და საღამოს მთავარ დაპირისპირებად დარჩება.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამერიკელის ბოლო შეხვედრა საჩემპიონო ქამარზე შედგა, სადაც იაირ როდრიგესის წინააღმდეგ მეორე რაუნდში დამარცხდა.

რაც შეეხება ილიას, მან ბოლო ბრძოლა ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა და მოწინააღმდეგე მეორე რაუნდში დაამარცხა.

ამჟამად, თოფურია UFC-ის რეიტინგში მე-9 ადგილზეა, ჯოშ ემეტი კი, მე-5 პოზიციას იკავებს

სხვა სტატიები