Belive

ილია თოფურია ესპანელ მომღერალს ფიზიკურად გაუსწორდა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ქართველი ვარსკვლავი ილია თოფურია სკანდალში გაეხვა. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში, ესპანეთის ერთ-ერთ ბარში მომხდარი კონფლიქტია დაფიქსირებული, რა დროსაც თოფურიამ ესპანელი მომღერალი დაანოკაუტა.

ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული მომღერალი ომარ მონტესია, რომელიც წარსულში პროფესიონალი მოკრივე გახლდათ და 100-ზე მეტი ბრძოლაც აქვს ჩატარებული. მედია საშუალებები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ თოფურია და მონტესი წარსულში მეგობრობდნენ.

კონფლიქტის დაწყების მოტივი უცნობია, თუმცა ბარის სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ "მატადორი" სათამაშო აპარატთან ერთობა, რა დროსაც მასთან მონტესი მიდის, რაღაცას ეუბნება და რამდენჯერმე ხელს კრავს. სწორედ ამან გააღიზიანა ქართველი მებრძოლი, რომელმაც მონტესი დაანოკაუტა.

სხვა სტატიები