"ალბათ თოფურიამ გეიჯი ოდნავ ჩამოწერა" - ისლამ მახაჩევი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
MMA Junkie-სთან ინტერვიუში ისლამ მახაჩევმა ილიას და გეიჯის ბრძოლაზე ისაუბრა. დაღესტნელის თქმით, იცოდა რომ გეიჯისთან ილიას მარტივი ბრძოლა არ ელოდა. ის თვლის, რომ "მატადორმა" მოწინააღმდეგე სათანადოდ არ შეაფასა.
ამ ჩხუბამდეც ვთქვი, რომ ჯასტინი ნამდვილი მეომარია, ის სულ იბრძვის. მისი დანოკაუტება მოგიწევს, რომ გააჩერო. ეს ბიჭი ყველა რაუნდში იბრძვის. ალბათ, თოფურიამ გეიჯი ოდნავ ჩამოწერა. - განაცხადა ისლამმა
შეგახსენებთ, რომ ილიამ მსუბუქი წონის ქამარი ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბში დაკარგა. რომ არა ილიას ეს მოულოდნელი მარცხი, დიდი ალბათობით, ისლამის პოტენციური ოპონენტი სწორედ "მატადორი" იქნებოდა.