Belive

"ილია საშიში პატარა ბიჭია" - შონ ო'მალი თოფურიაზე

2 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 299-მდე სამი დღე რჩება. კვირას გამთენიისას MMA-ს გულშემატკივარს ძალიან კარგი ბრძოლები ელოდება. მთავარ ქარდზე დასტინ პორიესთან, პიოტრ იანთან და გილბერტ ბარნსთან ერთად კიდევ ბევრ საინტერესო მებრძოლს ვიხილავთ. მთავარი დაპირისპირება შონ ო'მალისა და მარლონ ვერას შორის შედგება. ამერიკელი ჩემპიონი საკუთარ ქამარს პირველად დაიცავს.

დღეს მედია დღე გაიმართა, სადაც მებრძოლებმა ჟურნალისტებთანაც ისაუბრეს. ო'მალის ილია თოფურიას შესახებაც ჰკითხეს, რომელიც არაერთხელ გამოიწვია.

ვოლკანოვსკის წინააღმდეგ არაჩვეულებრივი პერფორმანსი შემოგვთავაზა. ამ ყველაფერს ცოცხლად ვუყურებდი და საოცარი მომენტი იყო. ილია საშიში პატარა ბიჭია. ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან ამაღელვებლად ჟღერს. მასთან ჩხუბზე აუცილებლად დავთანხმდებოდი. თუ ეს ბრძოლა ჩაინიშნება ქვემსუბუქ წონაში ავალ. ზედა დივიზიონში ავალ, ილიას დავანოკაუტებ და უკან მალევე დავბრუნდები. - განაცხადა შონ ო'მალიმ
View this post on Instagram

A post shared by Inside Fighting (@insidefighting)

UFC 299-ის მთავარი ბრძოლები კვირას, 10 მარტს დაიწყება. Main Card თბილისის დროით 07:00 საათიდან დაიწყება. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ო'მალისა და ვერას შორის გამარჯვებული მერაბის სავარაუდო მომავალი მეტოქეა.

სხვა სტატიები