"ილია საშიში მებრძოლია და მას ნებისმიერის გამოჭერა შუეძლია" - ალექს ვოლკანოვსკი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
ქვემსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა ალექს ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა. ავსტრალიელმა ყოფილი მეტოქის შესახებ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ისლამთან შესაძლო ბრძოლაში "ვოლკი" საკუთარ პროგნოზს გვიმხელს.
ილია საშიში მებრძოლია და მას ნებისმიერის გამოჭერა შეუძლია. თუ დარტყმას ჩასვამს ისლამს აუცილებლად გათიშავს. თუმცა, ვფიქრობ ეს რთული იქნება. ჩემი აზრით, ისლამი საკმაოდ ფრთხილი მებრძოლია. ჩხუბში შანსი ყველას აქვს, მაგრამ ყველაზე დიდი შანსი ილიას აქვს. - განაცხადა ვოლკანოვსკიმ
შეგახსენებთ, რომ ილია ახლა უკვე ოფიციალურად მსუბუქი წონის მებრძოლია. როგორც მისი გუნდი ამბობს, "მატადორს" მხოლოდ საჩემპიონო ბრძოლა სურს და მომავალ მეტოქედ მახაჩევს განიხილავენ.