Belive

ნიკა ეგაძემ გამოსვლა დაასრულა | მალინინი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი

4 საათის წინ სხვა
1 წთ

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ფიგურულ ციგურაობაში, ვაჟთა შორის ერთეულებში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ - მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში, ქართველმა 248.62 ქულა დააგროვა და მსოფლიო ჩემპიონატი მე-11 ადგილზე დაასრულა. მისი და ზოგადად ქართველებისთვის საუკეთესო შედეგი, წინა წელს მიღწეული მეცხრე ადგილია.

ამერიკელი, ილია მალინინი, ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი - 21 წლის სპორტსმენმა, ბოლო სრიალი 218.11 ქულით შეასრულა და ჯამში 329.40 ქულით დაასრულა, რითაც კომფორტულად გაუსწრო იაპონელ მეტოქეებს: იუმი კაგიამასა (306.67) და შუნ სატოს (288.54).