Belive

"ილია ისე იქცევა თითქოს თავად ადგენდეს ბრძოლებს" - შონ ო'მალი

9 თვის წინ სხვა
1 წთ

ჩემპიონის ქამრის დაცვის შემდეგ, შონ ო'მალიმ ილია თოფურია გამოიწვია. თუმცა, თავად "შუგამაც" კარგად იცოდა, რომ ეს ბრძოლა არ შედგებოდა. ილიამაც განაცხადა, რომ ო'მალი ჯერ მერაბს უნდა შეხვდეს. შონს ისღა დარჩენია UFC-სგან შემოთავაზებულ მეტოქეს დათანხმდეს.

შონ ო'მალიმ MMA Hour-თან ინტერვიუში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

ილია ისე იქცევა თითქოს შოუ მას მიჰყავს. მეუბნება, რომ დავიცადო. მეგობარო, ამას UFC გადაწყვეტს. ილია ისე იქცევა თითქოს თავად ადგენდეს ბრძოლებს. მას უნდა, რომ მერაბს შევხვდე. მე თოფურიაზე მეტი ტიტულის დაცვა მაქვს და ჯობს ენას კბილი დააჭიროს. ბოლო ყველაფერი ისე იქნება როგორც ბიძია დანას სურს. მე ყველაფრისთვის მზად ვარ.

ვფიქრობ მერაბთან ჩხუბი საკმაოდ დიდი ბრძოლა იქნება. მას 10-ბრძოლიანი წაუგებელი სერია აქვს. დიდი ხნის განმავლობაში ძალიან მოსაწყენი იყო, ახლა კი მერაბი ძალიან პოპულარულია. ცოტა უცნაურია ეს როგორ მოახერხა მაგრამ, შთამბეჭდავია. ჩვენი დაპირისპირების კარგად შეფუთვა შეიძლება. ის ათი ბრძოლაა არ დამარცხებული, მე მისი ბიძაშვილი ალჯამაინ სტერლინგი გავთიშე. - განაცხადა ო'მალიმ

შონ ო'მალიმ UFC 299-ზე ჩემპიონის ქამარი პირველად "ჩიტოს" წინააღმდეგ დაიცვა. შონს კარიერაში 19 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ ერთხელ, ისიც მარლონ ვერას წინააღმდეგ დამარცხდა.

დვალიშვილს 10-ბრძოლიანი წაუგებელი სერია აქვს. ბოლო სამ შეხვედრაში მერაბმა ჰენრი სეხუდო, პიოტრ იანი და ჟოზე ალდო დაამარცხა.

სხვა სტატიები