Belive

"ილია ძლიერი ბიჭია" - ვოლკანოვსკი ილია თოფურიაზე

6 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც უკვე იცით, ილია თოფურია ოქტაგონზე მომავალი წლის თებერვალში დაბრუნდება. "მატადორი" ნანატრი საჩემპიონო ქამრისთვის ალექს ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. ავსტრალიელმა ჩემპიონმა მისი მომავალი მეტოქის შესახებ ისაუბრა.

ის ძლიერი ბიჭია, ყველაფერში კარგია. ილია ერთფეროვანი მებრძოლი არ არის. აშკარად მრავალმხრივია. მჯერა, რომ ჩემი უნარები და ბრძოლის ნიჭი მისთვის რთულად გასამკლავებელი იქნება. ის ახალგაზრდა და მშიერია. დაუმარცხებელია და ძალიან თავდაჯერებული, მაგრამ ვფიქრობ, მას ცოტა თავმდაბლობა სჭირდება. - განაცხადა ვოლკანოვსკიმ

ილიას კარიერაში 14, UFC-კი 6 გამარჯვება აქვს. ,,მატადორმა” ბოლო ბრძოლა 24 ივნისს, ფლორიდაში ჩაატარა, სადაც ჯოშ ემეტი მსაჯების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაამარცხა.

სხვა სტატიები