"ილია ჩემპიონობამდე გზას იმოკლებს" - ხავიერ მენდესი
4 დღის წინ
სხვა
1 წთ
ისლამ მახაჩევის მთავარმა მწვრთნელმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი ჯერ მსუბუქ წონაში საჩემპიონო ჩხუბს არ იმსახურებს.
ილიას მიმართ პატივისცემის გარდა არაფერი მაქვს სათქმელი. ეს ბრძოლა ჩვენთვის მორიგი ქვემსუბუქწონოსანის წინააღმდეგ იქნება. ილასთვის ეს დიდი ჩხუბი იქნება, ჩვენთვის კი უბრალოდ აუცილებლად მოსაგები ბრძოლა.
რა თქმა უნდა, ილია ჩემპიონობამდე გზას იმოკლებს. თუმცა, ეს ნამდვილი სპორტი არაა. აქ პირველ რიგში ყურადღება შოუს ექცევა და ფანებს ამ ჩხუბის ნახვა უნდათ. - განაცხადა ხავიერ მენდესმა
ილიამ ბოლო ბრძოლა მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ გამართა და "დალოცვილი" ნოკაუტით დაამარცხა.
მახაჩევმა კი საკუთარი ტიტული რენატო მიუკანუს წინააღმდეგ დაიცვა, რომელიც პირველივე რაუნდში დაამარცხა.