Belive

ევროპის ჩემპიონატი გუნდურში - კენჭისყრის შედეგები ცნობილია

22 საათის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გუნდურ პირველობაზე ტიტულის დასაცავად ემზადება.

ტურნირი ხვალ, 7 ნოემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ალექსანდრ ნიკოლიჩის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართება.

ტურნირის მოქმედი გამარჯვებული საქართველოს ნაკრები პირველ რაუნდს ტოვებს და ასპარეზობას 1/4-ფინალიდან დაიწყებს, სადაც უნგრეთსა და ბელარუსს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შერეულ გუნდურ პირველობაზე:

კაცები:

  • -73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, თენგო ზირაქაშვილი

  • -90 კგ: ლუკა მაისურაძე, ლუკა ჯავახიშვილი

  • +90 კგ: გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი

    ქალები:

  • -57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე

  • -70 კგ: ნინო გულბანი

  • +70 კგ: სოფიო სომხიშვილი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 2025 წელს მონტენეგროში ფინალში იტალია 4:3 დაამარცხა და შერეულ გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონი გახდა, 2024 წელს კი ფინალში საფრანგეთთან დამარცხდა.

View this post on Instagram

A post shared by EUROPEAN JUDO UNION (@europeanjudo)

სხვა სტატიები