Belive

IJF-ს გადაწყვეტილება - ტარა ბაბულფატი 3-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

4 თვის წინ სხვა
1 წთ

პარიზის ოლიმპიადაზე, ძიუდოში, ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა, 18 წლის შვედი გოგონა - ტარა ბაბულფატია, რომელმაც 48 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

18 წლის შვედი ამომავალი ვარსკვლავი, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 1/2-ფინალში, იაპონელ - ნაცუმი ცუნოდასთან შიდოებით დამარცხდა. მესამე შიდოს შემდეგ, მან მიღებული შიდო გააპროტესტა და მსაჯთან სასაუბროდ მივიდა, შემდეგ კი ტატამი დამარცხებულმა და შეურაცხყოფილმა დატოვა.

მსაჯთან საუბარი და კამათი კი IJF-მ გამოიძია და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 18 წლის შვედი ძიუდოისტი 3-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

გთავაზობთ ვიდეოს, რის გამოც IJF-მ ტარა ბაბულფატი დასაჯა.

შეგახსენებთ, რომ 48 კგ წონით კატეგორიაში, ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონელი - ნაცუმი ცუნოდა გახდა, ვერცხლის მედალი მონღოლმა - ბაშანხუ ბავუროდმა მოიგო, ბრინჯაოს მედლებს კი: შირინ ბუკლი და ტარა ბაბულფატი დასჯერდნენ.

სხვა სტატიები