Belive

IJF-მ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ტატამზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ტატამზე დაუშვა. ისინი საკუთარი დროშისა და გერბის ქვეშ მონაწილეობას ვერ მიიღებენ, თუმცა IJF-ს სახელით იჭიდავებენ.
"ეს გადაწყვეტილება თანაბარ შანსებს აძლევს ყველა სპორტსმენს. სპორტი არის მნიშვნელოვანი ხიდი საზოგადოების აღსადგენად და უკეთესი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად მსოფლიო დონეზე. გვესმის, რომ მსოფლიოს 2 ქვეყანას შორის ომია, თუმცა სპორტსმენები არაფერ შუაში არ არიან და ამის გამო მათი კარიერა არ უნდა დაინგრეს.  ძიუდო საგანმანათლებლო სპორტია. ამ სპორტში ისწავლება ისეთი რაღაცები, როგორიცაა მეგობრობა, პატივისცემა, გამბედაობა, ურთიერთგათვალისწინება და დახმარება. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ყოველთვის ცდილობდა თავი აერიდებინა პოლიტიკისგან და ამ საკითხში რაიმე დოზით ჩარევისგან.  მიგვაჩნია, რომ IJF-ს დროშისა და გერბის ქვეშ მოასპარეზე სპორტსმენები, არ არიან არაცერთი ქვეყნის წარმომადგენლები და ისინი არიან სრულიად ნეიტრალურები. შესაბამისად, რუსები მომავალი შეჯიბრებიდან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით იჭიდავებენ". - IJF-ს პრეზიდენტი მარიუს ვიზერი.
რუსები უკვე დარეგისტრირდნენ ულანბატორის გრანდ სლემზე, რომელიც მონღოლეთში, 24-26 ივნისს შედგება. რუსები ამ შეჯიბრზე 28 სპორტსმენით იასპარეზებენ.  

სხვა სტატიები