Belive

ჰოლოუეის უკვირს, UFC-მ თოფურიას ჩემპიონობამდე რატომ არ შეახვედრა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას ჩემპიონობის შემდეგ, ქართველის ქამარს თვალი ბევრმა დაადგა. ერთ-ერთი მათგანი ახალი BMF და ყოფილი ჩემპიონი მაქს ჰოლოუეია. აღსანიშნავია, რომ ერთმანეთთან შეხვედრის სურვილი ორივე სპორტსმენმა გამოთქვა.

თუმცა, ჰავაიელი მებრძოლი თვლის, რომ ილიას იქამდე უნდა შეხვედროდა, სანამ ჩემპიონის ქამარს მოირგებდა.

რაღაც მიზეზი არსებობს, რომლის გამოც UFC-ს არ უნდა რომ ილიას ვეჩხუბო. ადრე ყველა ჩემპიონობის კანდიდატს ჩემთან უშვებდნენ. რატომ არ გამოუშვეს ილია? ამის ფონზე, ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, რომელიც იაირთან დამარცხდა, საჩემპიონო ბრძოლას იღებს. ზოგჯერ MMA-ის მათემატიკა მაბნევს. თუმცა, ამ ყველაფერს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. - განაცხადა მაქს ჰოლოუეიმ
View this post on Instagram

A post shared by MMA On Point (@mmaonpoint)

"დალოცვილმა" 14 აპრილს ჯასტინ გეიჯისთან საოცარი ბრძოლა გამართა. ჰავაიელმა მოწინააღმდეგე ბოლო რაუნდის ბოლო წამზე საოცარი ნოკაუტით გათიშა. მაქსმა თოფურია სწორედ ამის შემდეგ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ქამარი 17 თებერვალს მოიპოვა. მისი მოწინააღმდეგე ლეგენდარული ავსტრალიელი მებრძოლი ალექს ვოლკანოვსკი იყო.

სხვა სტატიები