Belive

"ჰერბ დინმა დოლიძეს შანსი მისცა" - ტერენს მაკკინი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

2024 წელი UFC-ში არც ისე წარმატებულად დაიწყო. რომან დოლიძემ ნასურდინ იმავოვის წინააღმდეგ იბრძოლა და დამარცხდა. ქართველისა და ფრანგის დაპირისპირება საღამოს მთავარი ბრძოლა იყო და გულშემატკივრის დიდ ყურადღებას იქცევდა.

ჩხუბი თავიდანვე ჩვენთვის არასასიკეთოდ წარიმართა. პირველ რაუნდში რომანმა მძიმე დარტყმები გაატარა და ნოკდაუნშიც ჩავარდა. იმავოვი არ გაჩერდა და მეტოქე ზუსტი დარტყმებით "დაბობმა". ყველასგან მოულოდნელად ჰერბ დინმა ბრძოლა არ გააჩერა. სწორედ ამ მომენტს გამოეხმაურა ქვემსუბუქწონოსანი ტერენს მაკკინი, რომელიც ამბობს, რომ ჰერბ დინმა რომანს შანსი მისცა.

პატივისცემა ჰერბ დინს, რომ ბრძოლა ადრე არ გააჩერა და დოლიძეს შანსი მისცა. - წერს მაკკინი საკუთარ X-ის გვერდზე

ჰერბ დინის ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ალჯამაინ სტერლინგიც. იამაიკელმა ო'მალისთან ბრძოლა გაიხსენა, რომელსაც თვლის, რომ ბრძოლა მალე გაჩერდა.

სად იყო ჰერბ დინი UFC 292-ზე? პასუხები მჭირდება ჰერბ. - წერს სტერლინგი

შეგახსენებთ, რომ დოლიძისთვის UFC-ში ეს მესამე მარცხი იყო. რომანმა პირველი ბრძოლა ტრევინ ჯაილსთაან, მეორე კი მარვინ ვეტორის წინააღმდეგ დათმო. დიდი ალბათობა, რომ ამ მარცხით ქართველი TOP 10-ში ადგილს დაკარგავს.

სხვა სტატიები