Belive

ჰეიდაროვი: "ჩემი არავის სჯეროდა, მთავარია საკუთარი თავის ირწმუნოთ და წარმატება გარდაუვალია..."

1 თვის წინ სხვა
1 წთ

პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 73 კგ წონით კატეგორიაში, აზერბაიჯანელი - ჰიდაიატ ჰეიდაროვი გახდა, რომელმაც ფინალში ფრანგი მეტოქე ძალიან დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა.

ჰიდაიატ ჰეიდაროვმა 2024 წელს მოგებულ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატს, ოლიმპიური ოქროც შემატა და დაამტკიცა, რომ 73 კგ წონით კატეგორიაში ახლა სწორედ ისაა ლიდერი.

27 წლის აზერბაიჯანელმა ძიუდოისტმა, ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ ემოციური კომენტარი გააკეთა.

"პირველ რიგში, უბედნიერესი ვარ, რომ წლევანდელ ჩემს დიდ გამარჯვებებს ოლიმპიური ოქროს მედალიც შევმატე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ 2028 წელს, ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე ეს წარმატება გავიმეორო.

ძალიან ბედნიერი ვარ და დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. მთელი ქვეყნის, განსაკუთრებით ჩემი ოჯახის წარმოუდგენელ მხარდაჭერას ვგრძნობდი და ეს უდიდეს ძალას მაძლევდა. ეს აზერბაიჯანის დიდი გამარჯვებაა.

2023 წელს მონპელიეში მოვიპოვე ევროპის ჩემპიონობა, მიხარია, რომ ფეხზე ამდგარმა ფრანგებმა, საკუთარ სამშობლოში აზერბაიჯანის ჰიმნს მეორედ მოუსმინეს.

რამდენიმე წლის წინ, იყო საუბარი იმ თემასთან დაკავშირებით, რომ ჩემი იმედი ამ წონით კატეგორიაში არ ჰქონდათ, სამწუხაროდ ბევრი ახლო ადამიანისგანაც გამიგია, რომ საშუალოზე დაბალი დონის სპორტსმენი ვარ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ არასდროს უსმინოთ სხვას და სხვა ადამიანის სიტყვებმა არ შეგაწყვეტინოთ საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვა, მთავარია საკუთარი თავის ირწმუნოთ და წარმატება გარდაუვალია..." - ჰიდაიატ ჰეიდაროვი

შეგახსენებთ, რომ 27 წლის აზერბაიჯანელი ძიუდოისტი, 4-გზის ევროპის, მსოფლიოსა და ახლა უკვე ოლიმპიური ჩემპიონია.

აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ჰიდაიატ ჰეიდაროვი პარიზის ოლიმპიადას წონის ლიდერის რანგში და საოცარ ფორმაში შეხვდა.

სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ 27 წლის აზერბაიჯანელმა სპორტსმენმა, პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე მიღებულ ბოლო 7 შეჯიბრში, ყველა ჯერზე გაიმარჯვა, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე.

სხვა სტატიები