Belive

ჰაცუ ბაშო - ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია

3 წლის წინ სხვა
1 წთ
10 იანვარს ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანში" სტარტს აიღებს წლის რიგით პირველი - ჰაცუ ბაშო. კორონავირუსის გამო იანვრის სუპერტურნირს სერიოზული დანაკლისი აქვს, კორონავირუსის პანდემიის გამო მიიაგინოს, კოკონოეს, არაშიოს და ტომოძუნას სკოლების რიკიშები ბაშოს ჩაეხსნენ, ამათგან მტავარი კი რა თქმა უნდა იოკოძუნა ჰაკუჰოს არყოფნაა, რომელიც ზედიზედ მესამე ბაშოს გამოტოვებს. ტრავმის გამო დააკლდება ამ ბაშოს იოკოძუნა კაკურიუ, მონღოლი დიდი ჩემპიონი ივლისის ბაშოზე საწყისი ორი შეხვედრის წაგების შემდეგ აღარ უნახავს გულშემატკივარს დოჰიოზე. რაც შეეხება ტოჩინოშინს მას ტესტი გაუკეთდა, რომელმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა - შესაბამისად ლევან გორგაძე პირველივე დღიდანვე ჩაერთვება საქმეში და საწყის შეხვედრაში დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას, ტამავაშის შეხვდება, ეს მათ შორის რიგით 34-ე შეხვედრა იქნება, დაპირპისპირებების ისტორიაში ტოჩინოშინი 21-12-ს ამარცხებს მონღოლ მეტოქეს. ორშაბათს კი ტოჩის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება, ვისთანაც ასევე დადებითი ბალანსი - 9-7 გაგვაჩნია, უკანასკნელი შეხვედრაც ქართველი რიკიშის გამარჯვებით დასრულდა. მაკუუჩი დივიზიონი სტარტს 10 იანვარს, დილის 11 საატზე აიღებს სტარტს და მის ხილვას Live.ge-ს ვებ-გვერდსა და ქართული სპორტის ფეისბუქ გვერდზე შეძლებთ.

სხვა სტატიები