გორში მსოფლიოს გამორჩეულ ძიუდოისტებს ვიხილავთ
26 ნოემბერს, გორში, მამაკაცებსა და ქალებში ძიუდოს საკლუბო ჩემპიონთა ლიგა გაიმართება.
ამ დროის მონაცენებით, გორში გასამართ ჩემპიონთა ლიგაზე, 4 კონტინენტისა და 16 ქვეყნის 137 სპორტსმენია რეგისტრირებული, საიდანაც 60 მამაკაცია, 77 კი ქალი.
ამ სპორტსმენებს შორის არიან ისეთი გამორჩეული და წარმატებული ძიუდოისტები, როგორიცაა: ტედი რინერი, დენის ვიერუ, დავლათ ბობონოვი, მანუელ ლომბარდო, ნიკოლოზ შერაზადიშვილი, ამანდინ ბუშარი, დარია ბილოდიდი და სხვა.
ასევე აღსაშნავია ის ფაქტი, რომ ლეგენდარული ტედი რინერი თითქმის ყოველ წელს ჭიდაობს საკლუბო ჩემპიონთა ლიგის შეჯიბრზე ("პსჟ"-ს გუნდში).
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შეჯიბრზე მონაწილეობას მიიღებს "გოლდენ გორი", რომელთა შემადგენლობაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
2021 წელს ძიუდოისტთა ჩემპიონთა ლიგას პარიზმა უმასპინძლა. შეჯიბრში მონაწილეობა ორმა ქართულმა კლუბმა - "გოლდენ გორმა" და "მებრძოლმა" მიიღო. ქართული კლუბები ერთმანეთს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში შეხვდნენ, სადაც გამარჯვება გორელებმა იზეიმეს - 3:2.