გივი მაჭარაშვილი: "ბოდიშს ვუხდი ჩემს გულშემატკივრებს"
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
ქართველი სპორტსმენებისთვის ოლიმპიადა დასრულებულია. დღეს, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (97კგ), საფინალო შეხვედრა, ოლიმპიადაზე დებიუტანტმა, გივი მაჭარაშვილმა ჩაატარა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ფალავანის მოწინააღმდეგე, ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე დაღესტნელი, აჰმედ ტაჟუდინოვი იყო, რომელმაც ჯერ 2 ქულა აუღო მაჭარაშვილს, შემდეგ კი შებოჭვაზე დაიჭირა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გივი მაჭარაშვილმა გულშემატკივარს მიმართა.
არ ვიცი რა ვთქვა. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს და თან ბოდიში მოვუხადო მათ. დავუშვი შეცდომა, რის გამოც დავისაჯე, ოქროს მედალი ვერ მიმაქვს ჩემს ქვეყანაში - ვერცხლია და იმედია გამოვასწორებ ამას - განაცხადა გივი მაჭარაშვილმა
ქართველმა სპორტსმენება დღეს ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულეს და ჯამში 7 მედალი მოიპოვეს (3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო). მედლების რაოდენობით, ამაზე კარგი შედეგი მხოლოდ 2020 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე გვქონდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ წინა ოლიმპიადაზე მხოლოდ 2 ოქრო მოვიპოვეთ (5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო).