Belive

GIVEMESPORT: დვალიშვილი UFC-ის გამორჩეული მებრძოლია, რომელსაც 2024-ში უნდა დავაკვირდეთ

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ავტორიტეტული სპორტული მედია პორტალი Givemesport.com-ი UFC-ის სატიტულო ბრძოლის მოლოდინში მყოფ ტოპ 10 მებრძოლს ასახელებს, რომელთაც 2024 წელს უნდა დავაკვირდეთ.

ბრიტანული გამოცემა განსაკუთრებულ აქცენტს მერაბ დვალიშვილზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ მერაბი ორგანიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლია.

მერაბ დვალიშვილი (16:4) UFC-ის გამორჩეული მებრძოლია, რომელმაც ზედიზედ 9 ბრძოლაში გაიმარჯვა. მომდევნო დაპირისპირება UFC-ის ორი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონთან და ოლიმპიურ ოქროსმედალოსან ჰენრი სეხუდოსთან აქვს - გამარჯვებული დივიზიონის ნომერ პირველი მებრძოლი გახდება.

ეჭვგარეშეა, სეხუდოსთან ქართველს მძიმე დაპირისპირება ელის და წარმატების მისაღწევად, ჭიდაობის უნარებთან ერთად, დარტყმის ტექნიკაც მოწოდების სიმაღლეზე უნდა ჰქონდეს. ერთ-ერთი გამოსადეგარი რამ, რაც შეიძლება დვალიშვილმა მიიღოს, არის მისი მეგობრისა და ყოფილი ჩემპიონის - ალჯამაინ სტერლინგის გამოცდილება, რომელმაც სეხუდო UFC288-ზე დაამარცხა.

ყოფილ ჩემპიონთან გამარჯვების შემთხვევაში, დვალიშვილს ზედიზედ 10 მოგება დაუგროვდება, რაც საჩემპიონო გზაზე სოლიდური განაცხადია.

სხვა სტატიები