Belive

გიორგი სარდალაშვილი: "ვიგრძენი, რომ მსოფლიო ჩემპიონობისთვის მზად ვიყავი..."

7 თვის წინ სხვა
1 წთ

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც გაერთიანებული საამიროები მასპინძლობს, საქართველოს ნაკრებისთვის იდეალურად დაიწყო. პირველივე საშეჯიბრო დღეს, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონი გახდა 20 წლის - გიორგი სარდალაშვილი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია.

ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, გიორგი სარდალაშვილმა, ევროპის ძიუდოს კავშირთან საინტერესო თემებზე ისაუბრა. გთავაზობთ მის კომენტარს სრული ვერსიით.

"1/4-ფინალში, მაშინ როდესაც ტატამზე გავედი და დავდექი, ვირწმუნე, რომ დღეს მსოფლიო ჩემპიონი უნდა გავმხდარიყავი.

ალბათ სწორედ ეს შემართება და ფიქრები დამეხმარა იმაში, რომ უძლიერესი ტურან ბაირამოვი დამემარცხებინა, რომელთანაც 2 წელია ვმარცხდები. თან ბაირამოვი ის სპორტსმენია, რომელსაც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოვუგე, მას შემდეგ მან ძალიან მოუმატა, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ მისი დამარცხებით ნახევარფინალში გავედი.

ამ გამარჯვებაში მთელი ჩემი ძალა და ენერგია ჩავდე. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მარტო ბაირამოვი კი არა, საკუთარი თავიც დავამარცხე. იმ მომენტში ვიგრძენი, რომ მზად ვიყავი მსოფლიოს ტიტულისთვის..." - გიორგი სარდალაშვილი

შეგახსენებთ, რომ გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი 20 წლის ასაკში გახდა. მან მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულის მოსაპოვებლად, შემდეგი ძიუდოისტები დაამარცხა

  1. მეორე ეტაპი - კვანგ ჯინ ჩაე (ჩრდილოეთ კორეა)

  2. 1/8-ფინალი - ჩონგ-იუ ლინი (ჩინეთის ტაიპეი)

  3. 1/4-ფინალი - ტურან ბაირამოვი (აზერბაიჯანი)

  4. 1/2-ფინალი - ტაიკი ნაკამურა (იაპონია)

  5. ფინალი - იუნგ ვეი იანგი (ჩინეთის ტაიპეი)

სხვა სტატიები