Belive

გიორგი სარდალაშვილი: "არ გავჩერდები, მომავალი 4 წელი თავს გავწირავ"

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ოლიმპიადის პირველ დღეს, როცა ქართველები საქმეში ჩაერთვნენ, შედეგი არ მოუტანია, თუმცა ბრინჯაოსთან ძალიან ახლოს იყო მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში, გიორგი სარდალაშვილი. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ქართველს ესპანელმა ფრანცისკო გარიგოსმა აჯობა, გიორგიმ შეხვედრის შემდეგ, თავისი ასპარეზობა შეაფასა.

სამწუხაროდ, ჩემმა დღემ უმედლოდ ჩაიარა. დავმარცხდი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში. ზოგადად ოლიმპიადაზე ძალიიან კარგი გარემოა, წარმატებას ვუსურვებ სხვა ქართველებს, ბიჭების და მთელი დლეგაციის გვერდით ვიქნები დარჩენილი დღეების განმავლობაში.

იყო შეცდომები და ამ შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამისთვის 4 წლის განმავლობაში ვემზადებოდი და მედალი ვერ ავიღე, თუმცა არ გავჩერდები და მომავალი 4 წელიც თავს გავწირავ ამ მიზნისთვის - განაცხადა გიორგი სარდალაშვილმა

60 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი სარდალაშვილმა გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და ისრაელის წარმოამდგენელი იამ ვოლჩაკი დაამარცხა, თუმცა შემდეგ ეტაპზე თურქ სალიჰ ილდიზთან დამატებით დროში დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა. ბრინჯაოსკენ მიმავალ გზაზე ქართველმა იპონით მოუგო სამხრეთ კორეელ ვონ ჯიმ კინს, თუმცა მესამე ადგილისთვის შეხვედრა თავის სასარგებლოდ ესპანელმა ფრანცისკო გარიგოსმა დაიტოვა და სარდალაშვილი თავის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე უმედლოდ დარჩა.

სხვა სტატიები