ვარსკვლავური შემადგენლობა | მსოფლიო ჩემპიონატზე 13 ძიუდოისტით ვიასპარეზებთ
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-19 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. ამ წუთის მონაცემებით, მსოფლიო ჩემპიონატზე 6 კონტინენტისა და 89 ქვეყნის, 520 ძიუდოისტია რეგისტრირებული.
სულ ახლახანს კი ჩვენი ნაკრების შემადგენლობაც გახდა ცნობილი - ლაშა გუჯეჯიანმა და გიორგი თენაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელეს, რომელიც ვარსკვლავურად გამოიყურება.
შემადგენლობა
მამაკაცები
60 კგ - გიორგი სარდალაშვილი
66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ - ტატო გრიგალაშვილი, ზაურ დვალაშვილი
90 კგ - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
100 კგ - ილია სულამანიძე
+100 კგ - გურამ თუშიშვილი
ქალები
57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
63 კგ - ეთერ ასკილაშვილი
+78 კგ - სოფიო სომხიშვილი.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრები მონაწილეობას შერეულ გუნდურ პირველობაზეც მიიღებს, სადაც საქართველოს ნაკრებს მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, საბა ინანეიშვილი და მარიამ ჭანტურია დაემატებიან.
- ტატო გრიგალაშვილი
- ეთერ ასკილაშვილი
- ნინო ლოლაძე
- ზაურ დვალაშვილი
- გიორგი სარდალაშვილი
- სოფიო სომხიშვილი
- ლაშა გუჯეჯიანი
- ილია სულამანიძე
- ლაშა ბექაური
- მარიამ ჭანტურია
- ლუკა მაისურაძე
- ეთერ ლიპარტელიანი
- ქართული სპორტი
- გურამ თუშიშვილი
- ვაჟა მარგველაშვილი
- ლაშა შავდათუაშვილი
- ძიუდო
- ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 2025
- ძიუდოს 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი
- გიორგი თენაძე
- გია თენაძე