Belive

გიგა ოჩხიკიძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ქართველმა მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ პარიზის 2024 წლის პარალიმპიადაზე ბირთვის კვრაში ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა პარასპორტსმენმა ბირთვი 9.66 მეტრზე გაისროლა და ამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე პარიზის პარალიმპიადაზე ჩვენს ნაკრებს 1 მედალი ჰქონდა, რომელიც ქართველმა პარასპორტსმენმა მოიპოვა და ეს ანა ჯაფარიძე გახლდათ, მან ბრინჯაოს მედალი პარატაეკვანდოში მოიგო.

სხვა სტატიები