Belive

"ორივე სტრაიკერები ვართ და სახალისო ბრძოლა იქნება" - არნოლდ ალენი ჭიკაძეზე

1 თვის წინ სხვა
1 წთ

28 ივლისს UFC-ის ოქტაგონზე ქართველ მებრძოლს ვიხილავთ. ინგლისში გასამართ UFC 304-ზე გიგა ჭიკაძე ადგილობრივ არნოლდ ალენს შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება ორივე სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მარცხი ნებისმიერი მებრძოლისთვის კარგი პოზიციის დაკარგვას ნიშნავს.

ჩხუბამდე არნოლდ ალენმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ალენს მოწინააღმდეგეზე ბევრი არ უსაუბრია.

მომწონს ეს ბიჭი. ორივე სტრაიკერები ვართ და სახალისო ბრძოლა იქნება. GIGA KICK ძალიან კარგია. - განაცახადა ალენმა

შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა გიგამ ალექს კასერესის წინააღმდეგ ჩაატარა. "ნინძამ" სამრაუნდიან დაპირისპირებაში თავისი მოწინააღმდეგე ქულებით დაამარცხა თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, გამარჯვებით დაბრუნდა.

რაც შეეხება ალენს, ინგლისელმა მებრძოლმა ბოლო ორი ბრძოლა წააგო. არნოლდი ევლოევთანაც და ჰოლოუეისთანაც ქულებით დამარცხდა. ჭიკაძესთან გამარჯვება ალენს ჰაერივით სჭირდება.

სხვა სტატიები