Belive

გიგა ჭიკაძე იანვრის ბოლოს დაბრუნდება

5 თვის წინ სხვა
1 წთ

გიგა ჭიქაძემ UFC 296-ისთვის ვარჯიშის დროს საზარდულის ტრავმა მიიღო, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ასახული იყო ტრავმა. დაზიანების გამო ქართველი მებრძოლი 16 დეკემბერს ჯოშ ემეტის წინააღმდეგ ლას-ვეგასში დაგეგმილ ბრძოლაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

დღეს გიგა მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც უშუალოდ დაბრუნების თარიღია მითითებული. როგორც მებრძოლი ამბობს, იგი 2024 წლის იანვრის ბოლოს დაბრუნდება

კარგი ამბავი!

მე დოქტორ მაიკლ სეტარეში ვარ, ის ამბობს, რომ იანვრის ბოლოს შემიძლია ბრძოლაში მონაწილეობა. თუ ემეტს სურს, რომ დაიცადოს ერთი თვე...

-წერს გიგა თავისი ტვიტერის გვერდზე

შეგახსენებთ, ბოლო ბრძოლაში "ნინძა" ალექს კასერესს დაუპირისპირდა და 20 თვიანი პაუზა გამარჯვებით აღნიშნა. ქართველმა მებრძოლმა მოწინააღმდეგე, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ჭიკაძეს UFC-ში 9 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

სხვა სტატიები