"გიბრალტარის გუნდიც კი კონფერენს ლიგაზეა, ჩვენ ამდენი წელია ვოცნებობთ" - თემურ ქეცბაიამ ქართული ფეხბურთის პრობლემებზე ისაუბრა
3 წლის წინ
სხვა
4 წთ
"ეს კარგი მაგალითია. ჯგუფში შესვლამდე სერიოზული გუნდები გააგდო და კარგი მაგალითია. კონფერენს ლიგაზე გიბრალტარის გუნდი თამაშობს – გიბრალტარის გუნდი! ერთი გადაჭრილი მთა არის, მეტი იქ არაფერია! ჩვენ კი ამდენი წელიწადია, ვოცნებობთ და ვნატრობთ, რომ რომელიმე ტურნირის ჯგუფში ერთი ქართული გუნდი მაინც მოხვდეს. აგერ, კვიპროსი კონფერენს ლიგის ჯგუფში უკვე ორი გუნდით გამოდის. სამწუხაროა, რომ წლებია ეს მოლოდინი მოლოდინად რჩება. რა თქმა უნდა, ფინანსები მნიშვნელოვანია, მაგრამ ორგანიზაციაც უნდა იცოდე, რა გააკეთო და არ გააკეთო. ფეხბურთელები ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში თუ მიდიან, რატომ არ შეიძლება ჩვენთან ჩამოვიდნენ? საქართველო მშვენიერი ქვეყანაა და ვინც ერთხელ არის ნამყოფი, ოცნებობს, რომ მეორედაც მოხვდეს. რატომ არ შეიძლება, რომ ძლიერი გუნდები გაკეთდეს ბათუმში, ქუთაისში თუ თბილისში? კარგ დროსაც გაატარებენ და ფეხბურთსაც ითამაშებენ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარე და რას შეუძლია, საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ გატანა რას შეუძლია. ჩვენთვის ეს სპორტი და ხელოვნებაა. ამას ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს. მე ვიცი მაგალითად, სერბეთში ორი ძლიერი გუნდია, „პარტიზანი“ და „ცრვენა ზვეზდა“ – ამათ სახელმწიფო აძლევს ფულს, რომ კარგი გუნდი გააკეთონ და ევროპულ თამაშებზე მიიღონ მონაწილეობა. საქართველოში სახელმწიფომ ფეხბურთში ბოლო წლებში ბევრი ფული ჩადო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ფული ისე დაიკარგა, რომ არანაირი წინსვლა არ არის. მარტო ფული არაა. ის ხალხიც უნდა გყავდეს, რომ ამ ფულს კარგი მიმართულება მისცეს. თუმცა, მეორეც არის – ეს ფული ფეხბურთელებს ჩამოსაყვანად საკმარისიც არ იყო და იმიტომ ჩაიდო, რომ ჩემპიონატი დაემთავრებინათ და გუნდები არ გაჩერებულიყვნენ, მაგრამ ამ ფულით გუნდებს ფეხზე ვერ დააყენებ.