ბოსნიის ნაკრები: ყველაფერი რაც მომავალი მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ
2 წლის წინ
სხვა
5 წთ
ბოსნიისა და ჰერცვეგოცვინის ნაკრები
დაარსება: 1992 ფეხბურთის ფედერაცია: 1992 ფიფას წევრი: 1996 უეფას წევრი: 1998 ფიფას რეიტინგი: 59 (2022 წლის 10 თებერვლის მონაცემებით) უმაღლესი რეიტინგი: 13 (2013 წლის აგვისტო) ყველაზე დაბალი შედეგი რეიტინგში: 173 (1996 წლის მარტი) საშინაო არენა: ბილინო პოლიე/გრბავიჩა მეტსახელი: დრაკონები, ოქროს შროშანები მთავარი მწვრთნელი: ივავლო პეტევი კაპიტანი: ედინ ჯეკო სტატისტიკა პირველი მატჩი: ალბანეთი - ბოსნია 2:0 ( 1995 წლის 30 ნოემბერი, ტირანა, ალბანეთი) ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: ბოსნია - ესტონეთი 7:0 (2008 წლის 10 სექტემბერი, ზენიცა, ესპანეთი), ბოსნია - ლიხტენშტეინი 8:1 (2012 წლის 7 სექტემბერი, ვადუცი, ლიხნტენში) ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: არგენტინა - ბოსნია 5:0 (1998 წლის 14 მაისი, კორდობა, არგენტინა) ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: ედინ ჯეკო (118) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: ედინ ჯეკო (60) მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატზე: 1 (2014)
ისტორია
ბოსნიაში, ისევე როგორც, აღმოსავლეთ ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში, ფეხბურთი 1920-იანი წლების დასაწყისიდან ჩაისახა, თუმცა იმ დროიდან საუკუნის მიწურულამდე ბოსნიელებს გამოსვლა იუგოსლავიის სახელით უწევდათ. იუგოსლავიის კავშირის დაშლის შემდეგ, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პარალელურად, 1992 წლიდან ქვეყანაში ფეხბურთის ფედერაცია და შესაბამისად ნაკრებიც დაარსდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საკმაოდ პატარა და თანაც ომის შედეგად ორად გაყოფილი იყო, საბოლოო ჯამში, მათ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა მაინც მოახერხეს და ისტორიული შედეგი დააფიქსირეს. საერთაშორისო ორგანიზაციებში ბოსნიური ფეხბურთი 90-იანი წლების მიწურულიდან გაწევრიანდა, რასაც მალე დიდი ტურნირების შესარჩევ ეტაპებზე სადებიუტო გამოსვლა მოჰყვა. მალევე, 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ქვეყანას ერთი ნაბიჯი დააკლდა, რაც რეალურად დანიის ნაკრების წინააღმდეგ უკეთესი ბურთების შეფარდებაში აისახა - საამისოდ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრებს ერთით მეტი გოლი სჭირდებოდა. საბოლოოდ, დიდ საფეხბურთო ფორუმზე მოხვედრის ოცნება ბოსნიელებმა რეალობად 2014 წელს აქციეს, როცა გამორჩეულმა თაობამ მუნდიალის საგზური მოიპოვა. საამისოდ, მათ 2013 წლის ოქტომბერში გამართულ პლეი-ოფში ლიეტუვას აჯობეს და უდიდეს საფეხბურთო წარმატებას მიაღწიეს. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრები ბრაზილიაში გამართულ ტურნირზე მხოლოდ მონაწილეობას არ დასჯერდა და მათ ირანის დამარცხებით - 3:1 ისტორიული გამარჯვება იზეიმეს, საბოლოოდ კი ჯგუფში მესამე პოზიცია დაიკავეს.