Belive

Ghost Of Yotei - 2025 წელს Ghost Of Tsushima-ს გაგრძელება გამოვა

1 წლის წინ სხვა
2 წთ

Sony-მ გუშინ პოპულარული სათავგადასავლო თამაშის, Ghost Of Tsushima-ს სექუელის - Ghost Of Yotei-ს გამოსვლა დააანონსა, რომელიც ექსკლუზიურად Playstation 5-ზე იქნება ხელმისაწვდომი.

დეველოპერებმა თამაშის შესახებ რამდენიმე დეტალი გაასაჯაროვეს: მოვლენები 1603 წელს, იოტეის მთის მიმდებარედ ვითარდება, სიუჟეტი Ghost Of Tsushima-სგან დამოუკიდებელია, მთავარი გმირი კი გოგონა, სახელად აცუ (Atsu) იქნება.

გთავაზობთ უზარმაზარ სანახაობას, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გაიხედოთ შორს გარემოში, შეგხვდებათ ცის სრულიად ახალი პეიზაჟები, მოციმციმე ვარსკვლავებითა და ციალებით. გარდა ამისა, ქარის დროს მცენარეების უფრო რეალური შრიალი, ახალი იარაღები და სხვა არაერთი გაუმჯობესებული დეტალი.'' - წერია სონის ვებგვერდზე.

1600 წლისთვის, იოტეის ტერიტორია იაპონიის მმართველობის ქვეშ არ ყოფილა, ახლა კი ჰოკაიდოს ეკუთვნის. მასზე არჩევანი Sucker Punch Productions-ის კრეატიული დირექტორის, ჯეისონ კონელის გადაწყვეტილებით შეჩერდა, რომელიც იაპონიის ჩრდილოეთში არაერთხელ ჩავიდა და იოტეის მთის სილამაზით აღფრთოვანებული დარჩა.

Ghost Of Tsushima 2020 წლის ივლისში გამოვიდა და გეიმერებში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. სადებიუტო კვირაშივე იაპონიაში თამაშის 212 915 ეგზემპლარი გაიყიდა და, ზედიზედ 15 კვირის განმავლობაში, ადგილს ქვეყანაში ყველაზე გაყიდვად Top 30 ვიდეოთამაშს შორის ინარჩუნებდა.

რამდენიმე დღის წინ, სონიმ და Sucker Punch-მა დაადასტურეს, რომ მსოფლიოში Ghost Ot Tsushima-ს 13 მილიონი ასლია გაყიდული.

სხვა სტატიები