Ghost of Yotei - ლეგენდარული თამაშის სიქველის გამოსვლის თარიღი ცნობილია
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
სრულიად მოულოდნელად, Sony-მ გამოაცხადა, რომ Ghost of Yotei 2025 წლის 2 ოქტომბერს გამოვა. გამოშვების თარიღს ახლავს ახალი თრეილერიც. აქამდეც ცნობილი იყო, რომ დიდი ალბათობით, ghost of tsushima-ს გაგრძელება მიმდინარე წელს ჩაეშვებოდა, თუმცა ოფიციალურმა თარიღმა გეიმერები გაახარა. თამაშს, როგორც წინა შემთხვევაში, ექსკლუზიურად SONY-ს კონსოლებზე იქნება ხელმისაწვდომი.
იოტეის მკვიდრი გოგონა/პროტაგონისტი
მთავარი ანტაგონისტი
თექვსმეტი წლის წინ Ezo-ს გულში (დღევანდელ ჰოკაიდოს ტერიტორიაზე), ყაჩაღთა ბანდამ, ცნობილმა როგორც 'იოტეის ექვსეული' ყველაფერი წაართვა აცუს. მათ დახოცეს აცუს ოჯახის წევრები და დატოვეს იგი ცეცხლმოკიდებულ გინგოს ხეზე, მისივე დამწვარი სახლის ეზოში. აცუ გადარჩა. მან ისწავლა ბრძოლა, მოკვლა და ნადირობა, წლების შემდეგ შურისძიების სურვილით შეპყრობილი აცუ ბრუნდება და მის სიაში 6 სახელია: გველი, ონი, კიცუნე, ობობა, დრაკონი და ლორდი საიტო. - თამაშის ძირითადი ისტორია
თამაშის პირველმა ნაწილმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა - დეველოპერებმა ის 2020 წელს გამოუშვეს და იაპონური ბუნებისა და კულტურის თამაშში უზადო შერწყმამ, პროექტი უნიკალურ ატმოსფერულ გამოცდილებად აქცია.