"გეიჯის გუნდს ბევრის შეცვლა მოუწევს, რომ ილიასთან კონკურენტული იყოს'' - რობერტ უიტეკერი
UFC 324-ის მთავარ ბრძოლაში მსუბუქი წონის დროებითი ქამარი გათამაშდა, სადაც ჯასტინ გეიჯიმ გაიმარჯვა. ამერიკელმა 5 რაუნდის განმავლობაში პადი პიმბლეტი გაანადგურა და დროებით ქამარს მეორედ დაეუფლა. ახლა კი დროა საქმე ამ წონის ჩემპიონთან - ილია თოფურიასთან გაარკვიოს.
რობერტ უიტეკერი ამბობს, რომ ჯასტინის გუნდს თოფურიასთან ჩხუბისთვის ბევრი მუშაობა მოუწევს.
ილია ახლა სხვა დონეზე იმყოფება. მისი სტრაიკინგი ერთი თავით მაღლაა. ამას ემატება ელიტური ჭიდაობა და ჯიუ-ჯიცუ. გამძლეობა, კონტრ დარტყმები... ის ყველა შენი ნაბიჯის გამო გაზღვევინებს. გეიჯის გუნდს დიდი ცვლილებები სჭირდება, რომ ბრძოლა კონკურენტული იყოს. გეიჯი, რომელიც დღეს პადის შეხვდა, ილიას ვერ დაამარცხებს. - განაცხადა რობერტ უიტეკერმა
Robert Whittaker on Topuria vs. Gaethje 👀
— The Fight Fanatic🥊 (@FightFanatic_) January 25, 2026
“Ilia is on another level right now. His striking is miles ahead, plus elite wrestling and jiu-jitsu. The pace, the instincts, the counters… he makes you pay for every step. Gaethje’s team needs big changes for this to be competitive.… pic.twitter.com/VtrpLKDQwf
ამ ეტაპზე არ ვიცით როდის შედგება ილიასა და ჯასტინის ბრძოლა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ეს თეთრ სახლში მოხდება. როგორც დანა უაითმა განაცხადა, თეთრი სახლის ბრძოლების სია თებერვლის მეორე კვირაში უკვე მზად იქნება.