"გეიჯი Vs ცარუკიანი, ილია Vs პადი ყველაზე ლოგიკური სცენარია" - ალვარო კოლმენერო
ესპანელი ჟურნალისტის ალვარო კოლმენეროს ცნობით, არმან ცარუკიანის მიერ მაურისიო რუფის ნოკაუტით დამარცხებამ მსუბუქ წონაში საჩემპიონო სურათი კიდევ უფრო ნათელი გახადა. მისი თქმით, ილიას პადის წინააღმდეგ დაბრუნება უფრო რეალურია, ვიდრე გეიჯისთან. თავად ცარუკიანმაც დაადასტურა, რომ ბრძოლის დასრულებისთანავე დანა უაითი პირადად შეხვდა და დაპირდა, რომ მისი მომდევნო ჩხუბი აუცილებლად ტიტულისთვის იქნება.
არმანის შთამბეჭდავი ნოკაუტი რუფისთან, მას მსუბუქი წონის საჩემპიონო ტიტულის მთავარ პრეტენდენტად აქცევს.
ისმის კითხვა - აიძულებს თუ არა UFC მას, დაელოდოს გეიჯისა და თოფურიას რემატჩს?
გეიჯი ცარუკიანის წინააღმდეგ და თოფურია პიმბლეტის წინააღმდეგ ყველაზე ლოგიკური სცენარია. - წერს ესპანელი ჟურნალისტი
El increíble KO de Arman sobre Ruffy le posiciona claramente como contendiente al título del peso ligero
— Álvaro Colmenero (@KOlmeneroMMA) September 21, 2026
La pregunta es si la UFC le hará esperar a que Gaethje y Topuria tengan la revancha
Gaethje vs Tsarukyan y Topuria vs Pimblett es lo más logico
Esta noche lo analizamos
არმანის თქმით, UFC-მ მისი და გეიჯის სატიტულო ბრძოლაზე მუშაობა უკვე დაიწყო.
დიახ, ეს ნიშნავს რომ საჩემპიონო ბრძოლას მივიღებ. ასეთი პირველი რაუნდის ნოკაუტის და ბონუსის შემდეგ, როგორ არ ვიმსახურებ?! მათ ველაპარაკე და ყველაფერი კარგადაა. ისინი შემდეგ ბრძოლაზე მუშაობენ, რომელიც ტიტულისთვის იქნება. - თქვა არმანმა
Arman Tsarukyan reveals the UFC has begun working on a title fight for his next appearance.
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) September 21, 2026
Via @AdamZubayraev pic.twitter.com/mGpIasSrys