Belive

"გამოგიჭირეთ" - ჰენრი სეხუდომ MMA-ს გულშემატკივრები 'დატროლა'

2 თვის წინ სხვა
1 წთ

რამდენიმე დღის წინ, ჰენრი სეხუდომ ყველასთვის მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა. ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე Triple C-მ მთავარი მწვრთნელი ერიკ ალბარასინი გაუშვა.

ოლიმპიური თამაშების შემდეგ, მთელი კარიერაა ჩემს გვერდით ხარ. ოფიციალურად მინდა განვაცხადო, რომ ამ მოსამზადებელ პერიოდში რამდენიმე მწვრთნელის გაშვება გადავწყვიტე. შენ მათ შორის ხარ. - უთხრა სეხუდომ თავის მწვრთნელს

რამდენიმე საათის წინ ჰენრიმ საკუთარ YouTube არხზე ვიდეო გაავრცელა, სადაც თავის მწვრთნელს თბილად შეხვდა. როგორც ჩანს, Triple C-მ გადაწყვიტა გაგვხუმრებოდა, რაც კარგად გამოუვიდა.

კარგით რა ბიჭებო... ბილ ბელიჩიკი და ტომ ბრეიდი, ფილ ჯექსონი და მაიკლ ჯორდანი, თქვენი აზრით, ისინი ოდესმე დაშორდებოდნენ? UFC 298-ს დავიპყრობთ. წინა რიგებში ვიჯდები, საიდუმლო სითხეს დავლევ და ვუყურებ სეხუდო როგორ დაამარცხებს მერაბ დვალიშვილს. ის კიდევ ერთ სატიტულო ბრძოლას მიიღებს და ჩემპიონი მეოთხედ გახდება. - განაცხადა ერიკ ალბარასინმა

სეხუდოსა და მერაბის ბრძოლა 18 თებერვალს გაიმართება. ისინი მთავარ ქარდზე შეხვდებიან, რომელიც თბილისის დროით 7:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები