Belive

გამარჯვებულის ცრემლები | ჰამილტონმა რბოლა 945 დღის შემდეგ მოიგო

2 თვის წინ სხვა
2 წთ

სამშობლოში, ბრიტანეთის გრან პრიზე, ლუის ჰამილტონის ტრიუმფი შედგა. ლეგენდამ რბოლა 945 დღის შემდეგ პირველად მოიგო. 'სილვერსტოუნის' ტრასამ ამაღელვებელი სანახაობა შემოგვთავაზა და წლის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი შოუ დაიდგა.

რბოლა ჰამილტონმა მეორე ადგილიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მეორე 'მერსედესში' მჯდომი ჯორჯ რასელი შეჯიბრს პოულ პოზიციიდან იწყებდა, თუმცა ფინიშის ხაზი ვერ გადაკვეთა და რბოლას ნაადრევად ჩაეხსნა. ჰამილტონის ზურგში მაქს ვერსტაპენი და ლანდრო ნორისი იყვნენ. პოდიუმი სწორედ ამ სამეულმა გაიყო.

2021 წლის დეკემბრის შემდეგ, ჰამილტონმა პირველი გრან პრი მოიგო და ეს სამშობლოში გააკეთა, რაც მისთვის ემოციური აღმოჩნდა. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ამ პროცესში რამდენიმე რეკორდი მოხსნა. 39 წლის პილოტი არის ყველაზე ხანდაზმული მძღოლი, რომელმაც მოიგო გრან პრი 21-ე საუკუნეში და უფრო შთამბეჭდავია, რომ მან მიხაელ შუმახერის დიდი ხნის რეკორდი მოხსნა. ეს ტრიუმფი ჰამილტონისთვის მეცხრეა სილვერსტოუნზე, რაც ყველაზე მეტია F1-ის ისტორიაში.

ცრემელებს ვერ ვიკავებ, 2021 წლიდან ყოველდღე მხოლოდ იმიტომ ვიღვიძებ, რომ ვივარჯიშო და ჩემი გონება დავალების შესრულებაზე მაქსიმალურად ვამუშაო - საოცარ გუნდთან ერთად.

ეს ჩემი ბოლო რბოლაა აქ მერსედესთან ერთად, ამიტომ ძალიან მინდოდა მოგება. მე მიყვარს ისინი და ვაფასებ იმ შრომას, რასაც ისინი აკეთებენ წლების განმავლობაში, სამუდამოდ მადლობელი ვარ მერსედესის და ყველა ჩვენი პარტნიორის. - განაცხადა sky sports-თან ინტერვიუში ლუის ჰამილტონმა

შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი გრან პრი, რომელსაც ჰამილტონი ამ სეზონში მერსედესთან ერთად ჩაატარებს, მისთვის უკანასკნელი იქნება ამ ბრენდის ქვეშ, რადგან მომავალ სეზონში, ბრიტანელი პილოტი 'ფერარის' საჭესთან იჯდება.

სხვა სტატიები