"ფრთხილად იყავი" - ჩარლზ ოლივეირა ილია თოფურიას მიმართავს
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურიამ მსუბუქ წონაში გადანაცვლების სურვილი გამოთქვა. "მატადორი" ფიქრობს, რომ მახაჩევის დამარცხებაც შეუძლია. ამასთან დაკავშირებით ყოფილ ჩემპიონს ჩარლზ ოლივეირას ჰკითხეს. ბრაზილიელის თქმით, ილია ფრთხილად უნდა იყოს, რადგან მსუბუქ წონაში სულ სხვა ბიჭები არიან.
თოფურიასთან ჩხუბი ნამდვილად რთული იქნება. საქმე რაშია, როდესაც მებრძოლები ჩემპიონები ხდებიან და ქამარს წელზე იხვევენ, მაშინვე სხვა დივიზიონზე იწყებენ ფიქრს. ჩემი აზრით, სიფრთხილე უნდა გამოიჩინო, რადგან მსუბუქ წონაში ყველაფერი ძალიან რთულია. რთული დივიზიონია მაგრამ, ილია მაგარი და ძალიან საშიში ბიჭია. - განაცხადა ოლივეირამ
Charles Oliveira praises the "very tough and very dangerous" Ilia Topuria, but cautions him about a move up to lightweight. #UFC309 pic.twitter.com/Wbnloxsu02
— MMA Junkie (@MMAJunkie) November 13, 2024
შეგახსენებთ, რომ ჩარლზ ოლივეირა მომავალ ბრძოლას კვირას გამართავს. ბრაზილიელი UFC 309-ზე მაიკლ ჩენდლერს შეხვდება.