Belive

დაღესტანში დაუმარცხებელი მებრძოლი ჩაცხრილეს

4 თვის წინ სხვა
1 წთ

რუსული გამოცემების თანხმად, PFL-ის დაუმარცხებელი მებრძოლი ტიმურ ხირზიევი ჩაცხრილეს. 15 ივლისის ღამეს მაჰაჩკალაში ხირზიევს 5 ტყვია ესროლეს. 29 წლის მებრძოლს საკუთარი საცხოვრებლის წინ ესროლეს. სამართალდამცავები თვლიან, რომ თავდასხმა წინასწატ იყო დაგეგმილი, თუმცა, მოტივი ჯერ უცნობია.

ხიერზიევს ტყვიები მხარში, მაჯაში და მკერდში მოხვდა. ვიდრე ტიმური გონებას დაკარგავდა, ერთ-ერთ თავდამსხმელზე წინააღმდეგობის გაწევა შეძლო. ხირზიევი მაშინვე გადაიწყვანეს საავადმყოფოში და ახლა სტაბილურადაა. მომხდართან ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.

ტიმურ ხირზიევი დაუმარცხებელია და კარიერაში 18 ჩატარებული ჩხუბიდან არცერთი წაუგია. 2024 წლის ნოემბერში მან PFL-ის ქვემსუბუქი წონის ტიტული მოიგო.

სხვა სტატიები