Belive

"ფრენსისი ოდნავ რბილია" - ჯეიკ პოლი

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

გასულ უქმეებზე კრივში ენტონი ჯოშუასა და ჯეიკ პოლის ბრძოლა გაიმართა. ჩხუბი ბრიტანელის დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა და მე-6 რაუნდში ნოკაუტითაც დაასრულდა. ჯოშუამ ჯეიკ პოლს ყბა ორ ადგილას მოტეხა.

მიუხედავად ასეთი ტრავმისა, ჯეიკ პოლი არ ჩერდება და ამბობს, რომ ფრენსის ნგანუსთან ჩხუბი სურს.

ყველას ვეუბნები, რომ ნგანუსთან უკეთესად ვიბრძოლებდი. ფრანსის ძლიერი ყბა საერთოდ არ აქვს, ის ოდნავ რბილია. შევებრძოლები ნგანუს. ვფიქრობ, ის ამ ჩხუბს დათანხმდება. - განაცხადა ჯეიკ პოლმა

შეგახსენებთ, რომ კრივის ბრძოლები ნგანუსაც აქვს ჩატარებული. პირველი ჩხუბი მას ტაისონ ფიურისთან ჰქონდა, შემდეგ კი ძალა ენტონი ჯოშუასთან მოსინჯა. კამერუნელი მებრძოლი ორივე შემთხვევაში დამარცხდა.

სხვა სტატიები