Belive

"უმარი? მასთან ბრძოლით არ ვარ დაინტერესებული" - მერაბ დვალიშვილი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

აბუ-დაბიში გამართულ უკანასკნელ UFC-ის ღონისძიებაზე, უმარ ნურმაგომედოვმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა. ამ გამარჯვებით კავკასიელი რეიტინგში დაწინაურდა და როგორც დანა უაითმა თქვა, მერაბსა და ო'მალის შორის გამარჯვებულს ის შეხვდება.

დვალიშვილმა ამასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა და განაცხადა, რომ UFC უმარს ეხმარება. SHAK MMA-სთან საუბრისას "მანქანამ" ისიც თქვა, რომ უმართან ბრძოლა საერთოდ არ აინტერესებს.

TOP 15-დან მხოლოდ ერთ ბიჭს შეხვდა - კორი სენდჰეგენს და მასთანაც ძალიან გაუჭირდა. უმარს დიდ სახელთან ოქტაგონი არ გაუზიარება და რეიტინგში მეორე ნომერი მისცეს? დიახ მოიგო, კარგი მებრძოლიც არის მაგრამ, აქ ყოფნა არ დაუმსახურებია. საჩემპიონო შანსს ფიგერედო იმსახურებს, რადგან სამი ძლიერი ბიჭი დაამარცხა. ერთი ყოფილი ჩემპიონი დააფინიშა, ვერას წინააღმდეგ დომინირებდა, დაამარცხა რობ ფონტი და დააფინიშა კოდი გარბრანდტი. ის დიდი სახელია და პატივისცემით გამომიწვია კიდეც. ფიგერედო საჩემპიონო შანსს მეტად იმსახურებს. უმარი? მასთან ბრძოლით არ ვარ დაინტერესებული. - განაცხადა მერაბმა

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ბრძოლა შონ ო'მალის წინააღმდეგ ჩაენიშნა. UFC-ის ღონისძიება პირველად Sphere-ში გაიმართება და როგორც დანა უაითი ამბობს, რეკორდულ თანხასაც მიიღებს. აღნიშნული დაპირისპირება 15 სექტემბერს გამთენიისას გაიმართება.

სხვა სტატიები