Belive

ფიური და ნგანუ კოლოსალურ ანაზღაურებას მიიღებენ

6 თვის წინ სხვა
1 წთ

29 ოქტომბერს, 01:00 საათზე, საუდის არაბეთში ტიტანების შერკინება შედგება. WBC-ის ეგიდით, მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონი, ტაისონ ფიური პროფესიონალურ კრივში მორიგი დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებასა და UFC-ის მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონის - ფრენსის ნგანუს დამარცხებას შეეცდება.

წყვილში აშკარა ფავორიტის სტატუსით ფიური სარგებლობს - ნგანუ კი ანდერდოგია, თუმცა, ეს უკანასკნელი მიიჩნევს, რომ მეტოქეს დიდ ბრძოლას გაუმართავს.

ცნობილია, კოლოსალური ანაზღაურება, რომელსაც მებრძოლები გარანტირებულად, მხოლოდ ბრძოლის გამართვის გამო მიიღებენ. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ტაისონ ფიური 50 მილიონს, ხოლო ფრენსის ნგანუ 10 მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ.

სხვა სტატიები