Belive

ევლოევს თოფურია-ვოლკანოვსკის ბრძოლაში გამარჯვებულთან შეხვედრა სურს

3 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 297-ზე მოვსარ ევლოევმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. კავკასიელმა არნოლდ ალენი დაამარცხა და წაუგებელი სერიაც შეინარჩუნა. შეგახსენებთ, რომ ეს UFC-ში ევლოევის მე-8 გამარჯვება იყო.

მოვსარი ქვემსუბუქ წონაში ასპარეზობს, სწორედ იმ კატეგორიაში, რომლის ქამრისთვისაც თებერვალში ილია თოფურია იბრძოლებს. ამ მომენტში მე-9 პოზიციაზე მყოფი ევლოევი თვლის, რომ საჩემპიონო ბრძოლას იმსახურებს.

საქმე მხოლოდ ნოკაუტებს არ ეხება. ჩემი რეკორდია 18-0. ეს ხუმრობა არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ დაუმარცხებელი ვარ, ვფიქრობ, UFC-მ საჩემპიონო ბრძოლა უნდა მომცეს. თუ ამისთვის კიდევ ვინმეს ცემა მომიწევს, უბრალოდ გალიაში მომიყვანეთ. - განაცხადა ევლოევმა პრესკონფერენციაზე

მოვსარს თოფურია-ვოლკანოვსკის დაპირისპირებაზეც ჰკითხეს. კავკასიელმა მებრძოლმა თავის ფავორიტად ალექს ვოლკანოვსკი დაასახელა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ილიასა და ევლოევს არც ისე მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

ისევე როგორც ვოლკანოვსკი, ილიაც ძლიერი მებრძოლია. ის (ილია) დაუმარცხებელია. რა თქმა უნდა, ილიას გამარჯვების შანსი აქვს, მაგრამ ჩემი ფავორიტი ვოლკანოვსკია. ჩემთვის, ალბათ, უკეთესი იქნება ილიამ მოიგოს, რადგან ჩვენს დაპირისპირებას ისტორია აქვს. - განაცხადა მოვსარმა

შეგახსენებთ, რომ ილიასა და ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა 18 თებერვალს შედგება და საღამოს მთავარი სანახაობაც იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე ღონისძიებაზე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო გახლავთ.

სხვა სტატიები