ესპანეთის ქუჩებში კედელზე ილიას მურალი დახატეს
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურია ქართული სპორტის ისტორიაში შევიდა. ის პირველი ქართველი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონის ქამარი მოირგო.
საქართველოსთან ერთად, მისი გამარჯვება ესპანელებისთვისაც გამორჩეული გამოდგა. ილია წლებია, რაც ქალაქ ალიკანტეში ვარჯიშობს და მისი წარმატების შემდეგ, MMA-ით უფრო მეტი ესპანელი ახალგაზრდა დაინტერესდა.
თოფურიას ყველა სფეროს წარმომადგენელი აფასებს. ამაზე ესპანეთის ქუჩებში გამოჩენილი მურალიც მეტყველებს.