Belive

"ესაა ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჯონსს ყველა დროის საუკეთესოდ არ ვთვლი" - ხავიერ მენდესი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ხავიერ მენდესმა MMA-ს ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად ხაბიბ ნურმაგომედოვი დაასახელა. მისი თქმით, ჯონ ჯონსს მხოლოდ იმიტო არ ასახელებს, რომ "ძვლებმა" აკრძალული ნივთიერების მიღებისთვის საფასური უნდა გადაიხადოს.

ჩემთვის ამ მომენტში ნომერ პირველი ისლამ მახაჩევია. ყველა დროის საუკეთსო კი ხაბიბ ნურმაგომედოვია. ჯონ ჯონსსაც ჩავსვამდი ამ კატეგორიაში, მაგრამ არ შემიძლია. რაღაცების გამო ფასი უნდა გადაიხადო, ეს ყველა სპორტში ხდება. როდესაც ისეთი რაღაცის კეთებისას გამოგიჭერენ რაც არ შეიძლება, როგორ შეიძლება რომ საუკეთსოდ აღგიქვან. უამრავი ოლიმპიური სპორტსმენი გამოიჭირეს ტყუილში და ამის გამო მედლებიც ჩამოართვეს. თუ ასე ხდება სხვა სპორტებში, MMA-შიც ასე უნდა ხდებოდეს. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჯონ ჯონსს ყველა დროის საუკეთესოდ არ ვთვლი. - განაცხადა ხავიერ მენდესმა

შეგახსენებთ, რომ ჯონ ჯონსი დოპინგ სკანდალში არაერთხელ გაეხვა. ამ საკითხზე მას ფაქტობრივად მთელი კარიერის განმავლობაში ედავებოდნენ.

სხვა სტატიები