Belive

"ეს გამოსავალი არ არის" - ალენი ჭიკაძის განცხადებას გამოეხმაურა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 304-ზე გიგა ჭიკაძე არნოლდა ალენის წინააღმდეგ დამარცხდა. ინგლისელი მებრძოლი საკუთარ კედლებში იბრძოდა და ოქტაგონზეც ფავორიტის სტატუსით გამოვიდა. სამრაუნდიან დაპირისპირებაში პირველი რაუნდი "ნინძას" უპირატესობით დაიწყო, თუმცა, შემდეგი ორი რაუნდი ალენმა მის სასიკეთოდ დაიწყო.

ჩხუბის დასრულების შემდეგ, ჭიკაძემ Instagram-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მეორე და მესამე რაუნდი ფაქტობრივად ერთი ხელით ჩაატარა.

ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში ალენმა თქვა, რომ ეს ჭიკაძის მარცხს არ ამართლებს.

ეს გამოსავალი არ არის. გარდა ამისა, მან საიდან იცოდა, რომ ოპერაცია სჭირდებოდა. მეც ვფიქრობ, რომ პირველ რაუნდში ხელი მოვიტეხე მაგრამ, MRI-ს და რენტგენის პასუხს ველოდები. - წერს ალენი X-ის საკუთარ გვერდზე

გიგა ჭიკაძეს UFC-ში ჩატარებულ 10 ბრძოლაში 8 გამარჯვება აქვს მოპოვებული, თუმცა ახლა კარგი დრო არ უდგას, რადგან უკანასკნელ 3 შეხვედრაში 2-ჯერ დამარცხდა, ჯერ იყო 2022 წელს კელვინ კატართან წაგება, ახლა კი ბრიტანელ არნოლდ ალენთან მარცხი.

სხვა სტატიები