"ჩემთან ჩხუბის შემდეგ, ისლამს ისევ ქვევით ჩასვლა მოუწევს" - დელა მადალენა
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
ქვესაშუალო წონის ქამრის მოგების შემდეგ, ჯეკ დელა მადალენა პირველ ინტერვიუზე გამოჩნდა. არიელ ელვანისთან საუბრისას JDM-მა მათი ბრძოლის სავარაუდო სცენარი განიხილა. ავსტრალიელმა ისიც თქვა, თუ რას მოიმოქმედებს მახაჩევი ჩხუბის შემდეგ.
დარწმუნებული ვარ ხალხი ფიქრობს, რომ ისლამი უბრალოდ მიწაზე გადამიყვანს და იქ სწრაფად დამამარცხებს. ჩემი აზრით, ამაში ხელს შევუშლი. ჩემთან ჩხუბის შემდეგ, ისლამს ისევ ქვევით ჩასვლა მოუწევს.
ბელალი ხშირად იცვლიდა დგომს და გამუდმებით წინ მოდიოდა. ისეთ მებრძოლს, რომელიც ერთ დგომშია და ბევრს არ მოძრაობს, ბევრ დარტყმას გავუტარებ. - განაცხადა JDM-მა
JDM shares how he sees a fight with Islam Makhachev playing out:
— Ariel Helwani (@arielhelwani) May 13, 2025
"I'm sure people are just gonna assume that Islam will just take me down and submit me pretty quickly... I think I'm gonna take him out. I think it'll be one fight and then he'll probably have to go back down… pic.twitter.com/gqC7pneByE
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას ისლამთან ბრძოლა სურდა და ამისთვის დივიზიონიც შეიცვალა. მას შემდეგ, რაც ბელალმა ქვესაშუალო წონის ქამარი დაკარგა, ისლამმა მსუბუქი წონა დატოვა.