Belive

"ეს ფანებს ძალიან ეწყინებათ" - კორმიე მახაჩევის მწვრთნელის განცხადებას ეხმაურება

5 თვის წინ სხვა
1 წთ

გუშინ ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა ხავიერ მენდესმა განაცხადა, რომ მსუბუქი წონის ჩემპიონს აქტიურ სპორტში დიდი დრო აღარ დარჩა. მისი თქმით, მახაჩევის დარჩენილი კარიერა სულ რაღაც სამ ბრძოლას მოიცავს.

ამასთან დაკავშირებით დენიელ კორმიემ ისაუბრა და თქვა, რომ ისლამის მსგავსი ბიჭების სპორტიდან წასვლა ყოველთვის საწყენია.

ხავიერ მენდესმა ისიც თქვა, რომ ამ სამი ბრძოლიდან ერთ-ერთი ჯეკ დელა მადალენასთან იქნება. ჩვენი, როგორც ისლამის ფანების, ენერგია აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩემი აზრით, ისეთი ბიჭები როგორებიც არიან მაიკლ ჩენდლერი, ჯასტინ გეიჯი, ჩარლზ ოლივეირა, ნელ-ნელა წავლენ. რა თქმა უნდა, მათ ადგილს სხვები დაიკავებენ, მაგრამ ფანებისთვის ეს ძალიან საწყენია. - განაცხადა დენილ კორმიემ

შეგახსენებთ, რომ ისლამმა წონა მას შემდეგ შეიცვალა, რაც თოფურია მსუბუქ დივიზიონში ავიდა. ახლა კი მსუბუქი წონის ქამრისთვის ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა იბრძოლებენ.

სხვა სტატიები