Belive

"შენ ფიქრობ, რომ მოგება არ შეგიძლია" - ჩელ სონენი თოფურიას მიმართავს

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ჩელ სონენმა ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის დაპირისპირებაზე ისაუბრა. ამერიკელის თქმით, ეს ჩხუბი ჩანიშვნასთან ძალიან ახლოს არის, მაგრამ პრობლემას "მატადორი" ქმნის. როგორც სონენი ამბოს, ილიას წელს ჩხუბი არ უნდა და "ბიძია ჩელი" აღნიშნულს ილიას პრობლემად თვლის. მისი აზრით, თოფურია ჩხუბზე უარს იმის გამო ამბობს, რომ ცარუკიანთან გამარჯვებაში ეჭვი ეპარება.

ილიასა და არმანის ჩხუბი გეგმაში იყო. პადი პიმბლეტი ოქტაგონზე ავიდა, ილიას წინ დაუდგა და ამის მარკეტინგულად სწორად გამოყენება შეიძლებოდა. ერთადერთი მიზეზი რატომაც ეს ჩხუბი არ ინიშნება არის, რომ ილია არმანს უნდა შეხვდეს. ამიტომ არ იყენებენ ჯერ პადის კადრებს.

დღეს კი ვიღვიძებ და ვიგებ, რომ ილიას მომავალ წლამდე ჩხუბი არ უნდა. რეიტინგი ამბობს, რომ პირველი და საუკეთესო ხარ. შენ კი ამბობ, რომ ჯერ ვერ იბრძოლებ. შენ მეუბნები მისი დამარცხება არც ოქტომბერში, არც ნოემბერსა და დეკემბერში შეგიძლია. რას ნიშნავს ჩხუბი არ გინდა? ეს ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ შენ ფიქრობ მოგება არ შეგიძლია. სხვას რას უნდა ნიშნავდეს? - ამბობს ჩელ სონენი

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მსუბუქი წონის ჩემპიონ, ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გახდა. ბრაზილიელი მეტოქე "მატადორმა" პირველივე რაუნდში გათიშა.

რაც შეეხება არმანს, სომეხს დიდი ხანია არ უჩხუბია. მას ბოლო ბრძოლა მსუბუქი წონის ქამარზე მახაჩევის წინააღმდეგ ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა, ჩხუბს რამდენიმე საათით ადრე ჩაეხსნა.

სხვა სტატიები