Belive

"ეს ჩემთვის რთული გამოცდა იქნება" - დვალიშვილი სეხუდოსთან ბრძოლაზე

4 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა. მათი დაპირისპირება 17 თებერვალს, UFC 298-ზე შედგება. აღსანიშნავია, რომ ამავე საღამოს იბრძოლებს ილია თოფურიაც, რომელიც საჩემპიონო ქამრისთვის ვოლკანოვსკის შეხვდება.

მერაბ დვალიშვილს ჰკითხეს თუ რა სტილს დაუპირისპირებს ჰენრი სეხუდოს. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონია, დვალიშვილის სტილიც კი სწორედ ჭიდაობაა.

მე ჩემს ყველა ოპონენტს პატივს ვცემ და განსაკუთრებით ჰენრი სეხუდოს. ის საუკეთესოა ჩემპიონებს შორის. ეს ჩემთვის რთული გამოცდა იქნება და ვფიქრობ, წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ჩემი გამოცდა საჭირო აღარ იქნება. 9-ბრძოლიანი მოგებათა სერია მექნება, ყველა დავამარცხე ვინც კი შემომთავაზეს და ვფიქრობ, ამის შემდეგ საჩემპიონო ბრძოლას ვიმსახურებ. შონ ო'მალისა და ჩიტო ვერას შორის გამარჯვებული ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერს შევებრძოლები. იმედი მაქვს ო'მალი მოიგებს, რადგან ის სუპერვარსკვლავია. მას 2018 წლის შემდეგ ვიწვევ. - განაცხადა მერაბმა ESPN-თან საუბრისას

ბოლოს დვალიშვილმა პიოტრ იანთან იბრძოლა და რუსი მეტოქე 5-რაუნდიან ბრძოლაში პირწმინდად დაამარცხა. რაც შეეხება სეხუდოს, ამერიკელი ბოლოს მერაბის მეგობარსა და თანაგუნდელს ალჯამაინ სტერლინგს შეხვდა, რომელთანაც დამარცხდა.

სხვა სტატიები